“არასდროს დაგეზაროთ საჯარო რეესტრში ამონაწერის ნახვა” – რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ ბინის შეძენის შემდეგ

7
20221102_152715

პრობლემები, რომლებიც ბინის შეძენისას გექმნებათ – საქმე ეხება როგორც მშენებარე , ისე უკვე აშენებულ ბინებს. იურისტებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ხშირად მოქალაქეები კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებას არ კითხულობენ, რის გამოც შესაძლოა, მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯერ კორპუსის მშენებლობა დასრულებული არ არის. არაერთი საქმე დაუგროვდა ჩვენს დღევანდელ სტუმარს. ამჯერადაც კომპანია “სი ელ ესის” მმართველი პარტნიორი აბელ გეგიაა ჩვენი სტუმარი, რომელმაც აღნიშნული თემა მოგვაწოდა.

ვიცით, რომ ეს საკმაოდ ვრცელი თემაა, ამიტომ დავუანონსებ მსმენელს, რომ ამ თემას ჩვენ სხვა გადაცემაში გავაგრძელებთ. პირველ რიგში გვითხარით, როცა უკვე აშენებულია ბინა, მისი შეძენისას შემდეგ რა ტიპის პრობლემები შეიძლება მოქალაქეს შეექმნას

– ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოქალაქეს უყიდია ბინა და აღმოჩნდა, რომ ის იპოთეკით იყო დატვირთული, ან იჯარაა რეგისტრირებული ანუ გაქირავებულია.

როგორ უნდა უშველოთ ამ ადამიანებს, რომლებიც ამ პრობლემით მოგმართავენ

– პირველ რიგში მოქალაქეებს ვურჩევ, რომ აშენებული და ექსპლოატაციაში შესული ბინა უფრო ადვილია შესაძენად, ვიდრე მშენებარე. არასდროს უნდა დაგვეზაროს და საჯარო რეესტრის ამონაწერი, ანუ ბინის მესაკუთრე რომლითაც დგინდება, აუცილებლად განახლებული უნდა მოითხოვოთ. უნდა დაათვალიეროს ეს ბინა მოქალაქემ და მოითხოვოს , როგორც გითხარით, განახლებული ამონაწერი. აქ არის რამდენიმე გრაფა. პირველი – მესაკუთრის გრაფა. ასევე არის იპოთეკის გრაფა – ანუ ბანკში არის თუ არა იპოთეკით დატვირთული, მესამე – იჯარის გრაფა. ამონაწერში ჩანს ყველაფერი. შეიძლება იყოს შემთხვევა, რომ ბინა ყადაღა დადებული იყოს, ესეც ჩანს ამ ამონაწერში. შეიძლება ეწეროს, რომ საგადასახადო დავალიანება აქვს. ბინის შეძენას თუ დააპირებთ, გამყიდველს უთხარით, რომ განახლებული ამონაწერი მოგცეთ. რაც შეეხება ყიდვას, შეგიძლიათ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში გაფორმდეს, ან ნოტარიუსთან. ნოტარიუსთან გაფორმებას ზოგიერთ შემთხვევაში ერთი პლუსი აქვს. თუ ის ავტორიზებულია, საჯარო რეესტრის თემატიკას ხედავს, თავად შეუძლია ქონების დარეგისტრირება. საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ ხდება პირი ახალი მესაკუთრე. ანუ ხელშეკრულების დადება არაა საკმარისი.

თუ ისე მოხდა, რომ ისეთ დროს მოგმართათ მოქალაქემ, რომ არ იცოდა , რა გაეთვალისწინებინა და უკვე პრობლემაა, ამ დროს რა ხდება

– უნდა ინახოს იჯარის ხელშეკრულება, ვნახო ვადები. თუ ვადაგასულია, უნდა მოვთხოვო გამქირავებელს, დაცალოს ბინა, ან თუ გაგრძელება აწყობს, ახალი მესაკუთრე ჩაენაცვლება. თუ იჯარის ხელშეკრულების ვადა გასული არ არის, მაშინ სასამართლო წესით უნდა მოხდეს გამოთხოვა და იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა, რაც რთულია. ასევე არსებობს იპოთეკა სარგებლობის უფლებით. ამ შემთხვევაშიც სადავო ხდება გარკვეული პირობები. კიდევ ერთი – თუ ჩვეულებრივ სესხი და იპოთეკა არის ბანკის, უნდა ვიცოდეთ, რომ ის უძრავი ქონების თანმდევია. ანუ ბანკთან მოგიწევთან მერე დავა. ამიტომ სჯობს, ჯერ იურისტთან გაიარონ სამართლებრივი კომსულტაცია.

რაც შეეხება მშენებარე ბინის თემას, ამაზე ჩვენ ვრცლად სხვა გადაცემაში ვისაუბრებთ, ახლა მოკლედ გვითხარით, რა არის ყველაზე მთავარი, რაც უნდა გავითვალისწინოთ

– მნიშვნელოვანია ვინ გიშენებთ, რამდენად სანდო კომპანიაა, ასევე რა ტიპის ხელშეკრულებაა დადებული. ანუ საკუთრებაში უნდა გადასცეთ მიწის ნაკვეთი, სადაც აგიშენებთ, აღნაგობის ხელშეკრულებაა, ნასყიდობის თუ რომელი. ასევე ამხანაგობის წევრად რეგისტრაცია შეიძლება მოხდეს, თუ ის კორპუსია. არის ბევრი ნიუანსი. აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ მესაკუთრედ რეგისტრაცია. ანუ კომპანიამ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ კონკრეტულ სართულზე, კონკრეტულ ნომერში არსებულ ბინას სამომავლოდ საკუთრების უფლებით გადმოგცემთ. ხშირად არის შემთხვევა, როცა კორპუსებში ან ბინის ნუმერაცია ირევა, ზოგჯერ ერთი ბინა რამდენჯერმე იყიდება, ან ექსპლოატაციაში ვერ შევიდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები