არაფერი არ იმალება ამ პატარა ქვეყანაში. ყველამ ვიცით, რომ ძალდატანებით ექაჩებიან ბუღალტრებს, კანცელარიის თანამშრომლებს, დამლაგებლებს, საჯარო მოხელეებს, უნდათ თუ არ უნდათ, მიჰყავთ ეს ადამიანები აქციაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მმართველი გუნდის მიერ ხვალ დაანონსებულ შეკრებას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, ეს ქმედებები “კიდევ ერთი ლურსმანი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კუბოზე”.
“ჩემი აზრით, რასაც ხვალ, 27 ოქტომბერს აკეთებენ, კიდევ ერთი ლურსმანი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კუბოზე.
არაფერი არ იმალება ამ პატარა ქვეყანაში. ყველამ ვიცით, რომ ძალდატანებით ექაჩებიან ბუღალტრებს, კანცელარიის თანამშრომლებს, დამლაგებლებს, საჯარო მოხელეებს, უნდათ თუ არ უნდათ, მიჰყავთ ეს ადამიანები აქციაზე. ეს ფილმი ნანახი გვაქვს, როდესაც შენს მიერ აქციაზე ძალდატანებთ მიყვანილი ადამიანი თვალებით გეუბნება, კი ბატონო, ძალით გამომიყვანეთ თავისუფლების მოედანზე, მაგრამ რამდენიმე დღეში არჩევნებია და იქ გააგცემ საკადრის პასუხს, ეს მოხდება, ეს ყველაფერიც 30 ოქტომბრის შემდეგ უნდა დასრულდეს. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ უნდა ჰქონდეს იმისი შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოში დასაქმებულ საჯარო მოხელეს მათი ნების საწინააღმდეგოდ ექაჩებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ აქციაზე. ესეც დასასრულებელია. 30 ოქტომბერს ყველანი არჩევნებზე მისვლის შემდეგ ვიზეიმებთ მრავალმხრივ გამარჯვებას. მათ შორის გამარჯვებას ამ ძალდატანებაზე“,-აღნიშნავს მელია.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნება” კი 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე საკუთარ მხარდამჭერებს ელოდება. მმართველი გუნდი წინა საარჩევნო კამპანიას შეაჯამებს.
თბილისის მერის განმარტებით, თავისუფლების მოედანზე მივა ყველა, ვინც სიძულვილით დაიღალა.
