LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ძალებს სურთ ყველაფერი გამოვიდეს კონტროლის ჩარჩოებიდან – დავით ზალკალიანი

213
ZALK2

საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას აკეთებს.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ განსაკუთრებული სიმშვიდე შეინარჩუნოს და არ მისცეს შესაძლებლობა იმ ძალებს, რომელთაც სურთ სიტუაციის დაძაბვა, რომ ეს ყველაფერი კონტროლის ჩარჩოებიდან გამოვიდეს. 

პასუხი ოსური მხარის ულტიმატუმს: „ბლოკპოსტის დაშლის საკითხი არც კი განიხილება"

ერგნეთში შეხვედრის ჩაშლის შემდეგ, ოსურმა მხარემ საქართველოს შემოუთვალა, რომ პარასკევის დილის 6 საათამდე სოფელ წნელისის მიმდებარედ განთავსებული საგუშაგო აიღოს.

ზალკალიანი ამბობს, რომ მთელი ღამის განმავლობაში დიპლომატიური უწყება ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან მუდმივ კონტაქტზე იყო.

“ამ სიტუაციაში, როგორც არასდროს, საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. სიტუაციის ესკალაციაზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი იქნება ძალა, რომელიც ახორციელებს ამ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს. ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს ავამოქმედებთ და ეს მექანიზმები უკვე ამოქმედებულია ყველა მიმართულებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, ოსური მხარე საქართველოსგან სოფელში განთასებული საგუშაგოს აღებას ითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g