LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან აგრესიული და სწრაფად პროგრესირებადი სიმსივნეა, თითოეულ ლარს აქვს მნიშვნელობა“ – 30 წლის თამარ კობერიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

876
თამარ კობერიძე, ნინო სურგულაძე

მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას 30 წლის თამარ კობერიძის შესახებ და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

თამარ კობერიძეს ერთი წლის წინ დაუდგინდა გულმკერდის წინა შუასაყარის ავთვისებიანი სიმსივნე – თიმომა B ტიპი, რომელიც შემდგომ თიმუსის კარცინომად, მეოთხე სტადიის აგრესიულ სიმსივნედ გადაიქცა.

პაციენტმა უკვე ჩაიტარა 6 ქიმიოთერაპიის კურსი და ოპერაცია თურქეთში, თუმცა ოპერაციის შემდეგ დაფიქსირდა მეტასტაზები ფილტვში, პლევრაში და მუცლის ღრუში. ამ ეტაპზე მკურნალობა მოიცავს როგორც იმუნოთერაპიას, ასევე ქიმიოთერაპიას. ერთი იმუნოთერაპიის გადასხმა 15 000 ლარი ღირს.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მეგობრებო, გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ და გააზიაროთ.

ოჯახმა ყველაფერი გაყიდა რაც გააჩნდათ. თითოეულ ლარს ააქვს მნიშვნელობა. მადლობთ❤️

30 წლის თამარ კობერიძეს ერთი წლის წინ დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი გულმკერდის წინა შუასაყარის ავთვისებიანი სიმსივნე თიმომა B ტიპი, რომელიც შემდგომ გადაგვარდა თიმუსის კარცინომად მეოთხე სტადია, ძალიან აგრესიული და სწრაფად პროგრესირებადი სიმსივნეა

მიუხედავად დიაგნოზის დასმის დღიდან სასწრაფო მკურნალობის დაწყებისა დღეს კვლავ ძალიან რთულად არის, ჩაიტარა 6 ქიმიოთერაპიის კურსი, გაუკეთდა თიმომის ოპერაცია თურქეთში, მაგრამ ოპერაციის შემდგომ მეტასტაზები დაფიქსირდა კვლავ პლევრაში, ფილტვში, მუცლის ღრუში და დაუნიშნეს იმუნოთერაპიები, რომელიც ძალიან ძვირადღირებულია, ერთი გადასხმა 15 000 ლარი ღირს

შემდგომ კონტროლზე კვლავ დაფიქსირდა ახალი მეტასტაზი და ამიტომ იმუნისთან ერთად დაემატა ქიმიის გადასხმაც, ახლა არის იმ ეტაპზე რომ დამატებითი 6 იმუნოს და ქიმიის შემდგომ პეტ კვლევაზე დაფიქსირდა დადებითი დინამიკა თუმცა მკურნალობის გართულებით მოხვდა კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში.

GE34TB7316245064300108

თიბისი – მიმღები: ანა რუხაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g