LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან ახლოს არის ჩემთან ის ფასეულობები, რომლებიც დღეს მმართველი გუნდის მიერ არის ხაზგასმული… აუცილებელია თითოეული ადამიანის თანადგომა, რათა დავიცვათ ადათ-წესები, ჩვენი ტრადიცია, სარწმუნოება“ – ვარლამ ლიპარტელიანი

142
ვარლამ ლიპარტელიანი

„შევეცდები, ამ გამოწვევას გავართვა თავი. ჩვენს ქვეყანას აუცილებლად სჭირდება გვერდში დგომა, მხარდაჭერა ნებისმიერი ადამიანის მხრიდან. უალტერნატივოა ის მშვიდობა, რაც დღეს ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება“ – ამის შესახებ ძიუდოისტმა, სამგორის ოლქში „ქართული ოცნების“ დელეგატმა, ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა.

ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ადვილი არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ძალიან ახლოს არის მასთან ის ფასეულობები, „რომლებიც დღეს მმართველი გუნდის მიერ არის ხაზგასმული“

ლიპარტელიანის განცხადებით, სპორტი გვასწავლის ბრძოლის ჟინს და გამარჯვებისკენ სწრაფვას.

მისივე თქმით გამარჯვებაში დარწმუნებულია.

ლიპარტელიანის განცხადებითვე, აუცილებელია თითოეული ადამიანის თანადგომა სარწმუნოებისა და ადათ-წესების დასაცავად.

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის დელეგატები წარადგინა

„შევეცდები, ამ გამოწვევას გავართვა თავი. ჩვენს ქვეყანას აუცილებლად სჭირდება გვერდში დგომა, მხარდაჭერა ნებისმიერი ადამიანის მხრიდან. უალტერნატივოა ის მშვიდობა, რაც დღეს ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება. შევეცდები, სამგორის რაიონელების ხმა ვიყო და მაქსიმალურს გავაკეთებ, რათა მათი ხმა საკანონმდებლო ორგანომდე მივიტანო. სპორტი გვასწავლის ბრძოლის ჟინს, გამარჯვებისკენ სწრაფვას და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ადვილი არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან მთელი ცხოვრება სპორტში ვიყავი. ძალიან ახლოს არის ჩემთან ის ფასეულობები, რომლებიც დღეს მმართველი გუნდის მიერ არის ხაზგასმული. აუცილებელია თითოეული ადამიანის თანადგომა, რათა დავიცვათ ადათ-წესები, ჩვენი ტრადიცია, სარწმუნოება და ა.შ. რეალურად, ეს ყველაფერი დღეს დასაცავია, რადგან უამრავი ძალისგან ხდება ამ ყველაფრის შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია. ვფიქრობ, რომ ყველას ჩართულობა საჭიროა, არ აქვს მნიშვნელობა, ეს სპორტსმენი იქნება თუ სხვა სფეროს წარმომადგენელი, ნებისმიერი ადამიანი უნდა გაერთიანდეს ამ სულისკვეთების გარშემო. ჩემი პირველი ნაბიჯებია პოლიტიკაში და, რა თქმა უნდა, ნერვიულობაც ახლავს, მაგრამ მგონია, რომ თავს გავართმევ. სპორტი გვაძლევს საშუალებას, ძალასა და ენერგიას, რომ ყველა დაბრკოლებას, ყველა გამოწვევას გავუმკლავდეთ“ – აღნიშნა ლიპარტელიანმა საქართველოს პირველ არხთან.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ დღეს თბილისის დელეგატები დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g