LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან ახლოს ვართ საქართველოსთან, რა თქმა უნდა, გვაქვს კითხვები, მაგრამ თუ იქნება შემდეგი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, როგორც კი პირობები შესრულდება, ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ“ – მეცოლა

160
რობერტა მეცოლა

„ევროპული პარლამენტის სახელით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს საქართველოსთან, რა თქმა უნდა, გვაქვს კითხვები, მაგრამ თუ იქნება შემდეგი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, როგორც კი პირობები შესრულდება, ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე“, – ამის შესახებ ევროპული პარლამენტის თავმჯდომარემ რობერტა მეცოლამ განაცხადა.

აღნიშნულით მან ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე მან უპასუხა დასმულ კითხვას, იმ შემთხვევაში, თუ ახლა საქართველო თანხმობას მიიღებს კანდიდატის სტატუსზე, რამდენად სწრაფად შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკება მის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, და როგორ შეასრულა ოფიციალურმა თბილისმა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები.

ევროკომისარი: „ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულეს, ამიტომ საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“

როგორც რობერტა მეცოლამ აღნიშნა, ევროპარლამენტი ძალიან აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოს საკითხებს და როგორც კი რეკომენდაციები შესრულდება, შემდეგ ნაბიჯებზე მუშაობა დაიწყება.

„ჩვენ ვნახეთ ევროკომისიის რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ევროკავშირის პირობები შეასრულა.

ვიქტორ ორბანი: „საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, საქმე გაკეთებულია, ყველას უყვარხართ“

ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის სამიტის დაწყებისას განაცხადა.

არ შემიძლია წინასწარ იმის განსაზღვრა რა შეიძლება იყოს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მაგრამ ევროპული პარლამენტის სახელით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს, ჩვენ ვართ ძალიან ახლოს საქართველოსთან, ჩვენ ყოველთვის ხმამაღლა ვაცხადებდით მხარდაჭერის შესახებ.

ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს კითხვები და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ თუ იქნება შემდეგი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, როგორც კი პირობები შესრულდება, ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე“. – განაცხადა რობერტა მეცოლამ „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვის საპასუხოდ.

ჯოზეფ ბორელი: „კარგი ახალი ამბავია ის, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ.. მოვუწოდებ, ამ გზით სიარული გააგრძელოს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g