LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისარი: „ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულეს, ამიტომ საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“

180
Untitled design (2)

„ფიქრობთ, რომ საქართველომ გრძელი გზა გაიარა. საქართველომ და საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულეს, ამიტომ ქვეყანას უნდა მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

ჯოზეფ ბორელი: „კარგი ახალი ამბავია ის, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ.. მოვუწოდებ, ამ გზით სიარული გააგრძელოს“ 

ოლივერ ვარჰეი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს მუშაობა, რადგან, მისი თქმით, სწორედ ეს არის წარმატების საუკეთესო რეცეპტი:

„ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც ლიდერებმა თავად უნდა მიიღონ. ვნახავთ, ამას ევროპული საბჭო თუ დაადასტურებს. ჩემი გზავნილი საქართველოს ხალხისა და საქართველოს მთავრობისადმი იქნება: გააგრძელეთ მუშაობა. ეს არის საუკეთესო რეცეპტი წარმატებისთვის“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო სტატუსს წელგამართულად იმსახურებს – ეს წარმატება ქუჩებში არაერთხელ გამოსულ მოქალაქეებს დამსახურებულად ეკუთვნით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g