ლაშა ღლონტი თავის ცნობილ ჰიტს „მონატრებიხარ ფიქრებს“ სოციალურ ქსელში პოსტს უძღვნის და აღნიშნავს, რომ ამ სიმღერით ძალიან ბევრი ოჯახი შეიქმნა.
ღლონტი იმ ადამიანებს, რომლებმაც „მონატრებიხარ ფიქრებს“ შექმნა საჯარო მადლობას უხდის.
„მომენატრა ჩემი სიმღერა
დიდი მადლობა დათო არჩვაძეს, ნანა ცინცაძეს, დათო უგრეხელიძეს, ზვიად ბოლქვაძეს!!! ეს ადამიანები ქმნიდნენ ამ სიმღერას. ძალიან ბევრი ოჯახი შეიქმნა ამ სიმღერით, რაც ძალიან მაბედნიერებს“ – წერს ლაშა ღლონტი.