LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაზე ეწუწუნება ლაშა ღლონტს მეუღლე: „ლაშა სულ მეხუმრება, ჯიბეში ერთი დოლარი მაინც დაიტოვე, წყალი რომ მოგწყურდეს, ხომ უნდა იყიდოო…“

309
ლაშა ღლონტი და თეა ახალაძე

ლაშა ღლონტის მეუღლე, თეა ახალაძე ჟურნალ „სარკესთან“ შოპინგისა და ჩაცმის თემებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ მხრივ საკმაოდ მხარჯველია, რის შემდეგაც მეორე ნახევარს ეწუწუნება ხოლმე.

შეგიძლიათ, ფული ბოლომდე დახარჯოთ, როცა შოპინგზე მიდიხართ?

მე სულ ბოლომდე ვხარჯავ! მერე ლაშას ვეწუწუნები, ფული დამიმატე-მეთქი. თუ სამოგზაუროდ მიდიხარ, არ შეიძლება, ფული უკან ჩამოიტანო. მე ეს არ შემიძლია, გაიხარე, მოიხმარე ბოლომდე, რა! ლაშა სულ მეხუმრება, ჯიბეში ერთი დოლარი მაინც დაიტოვე, წყალი რომ მოგწყურდეს, ხომ უნდა იყიდოო. გვერდში მყავს ისეთი ადამიანი, რომლის იმედი სულ მაქვს. ლაშამ იცის, როცა საზღვარგარეთ მივყავარ, იმდენი საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ ცოლს ელემენტარული სურვილი დაუკმაყოფილოს. რასაც გასწვდება ჩემი ბიუჯეტი, ბოლომდე ვხარჯავ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g