LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან ცუდი სანახავი იყო და საშინელი მაგალითი ჩვენი შვილების თაობისთვის! რით ვერ დამთავრდა 2024 ში 90-იანი წლები“ – ნოე სულაბერიძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე

474
ნოე სულაბერიძე

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის დროს, პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას პროდიუსერი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში – ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა

„იქნებ ჩვენი სახელმწიფოს აღდგენიდან 30 წლის შემდეგ მაინც დადგეს დრო, როცა ყველანაირი ძალადობა დაიგმობა და ადამიანებს მუშტი, წიხლი და სისხლი არ გაუხარდებათ!

ძალიან ცუდი სანახავი იყო და საშინელი მაგალითი ჩვენი შვილების თაობისთვის! რით ვერ დამთავრდა 2024 ში 90-იანი წლები!“ – წერს ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო: „სულ თავში მირტყეს, გამიგდეს.. ყელში ამომივიდა და ჩავცხე“ – ელისაშვილის თქმით, ფიზიკურად მასაც დაუპირისპირდნენ

იქნებ ჩვენი სახელმწიფოს აღდგენიდან 30 წლის შემდეგ მაინც დადგეს დრო, როცა ყველანაირი ძალადობა დაიგმობა და ადამიანებს…

Posted by Noe Sulaberidze on ორშაბათი, 15 აპრილი, 2024

ცნობისათვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც კანონპროექტს განიხილავდნენ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ელისაშვილმა მდინარაძეს, რომელიც დეპუტატებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს, ხელი გაარტყა. მოგვიანებით, დაპირისპირება პარლამენტის ფოიეში გაგრძელდა, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მას თავში ურტყეს.

magti 5g