LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან დაგვამწუხრა ბართინის მაღაროში აფეთქებამ – გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ თურქეთის ხალხს და მთავრობას: ირაკლი ღარიბაშვილი

44
ირაკლი-ღარიბაშვილი-1

თურქეთში, ბართინის მაღაროში მომხდარ აფეთქებას, რომელსაც ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმიანება და სამძიმარს უცხადებს.

თურქეთში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა

„ძალიან დაგვამწუხრა ინფორმაციამ თურქეთის ბართინის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროს აფეთქების შესახებ. ამ მძიმე მომენტში, ჩვენ დაღუპულთა ახლობლების, დაშავებულებისა და სამაშველო ოპერაციაში მონაწილეთა გვერდით ვდგავართ. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ თურქეთის ხალხს და მთავრობას“ – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცნობისათვის, ბართინის მაღაროში აფეთქება მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 150 ადამიანია ჩართული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები