50 წლის რენე ზელვეგერი პოპულარობის მეორე ტალღაზე იმყოფება. მას შემდეგ, რაც მსახიობს კარიერული ჩავარდნა ჰქონდა, ბევრი რამ შეიცვალა. ამ წელს მისი მონაწილეობით ორი ფილმი გამოდის, სერიალი „დავუშვათ, რომ…“(What/If) და ჯუდი (Judy), რომლისთვისაც ის სავარაუდოდ ოსკარის ერთ-ერთი ყველზე სერიოზული პრეტენდენტი იქნება.
მსახიობი ჟურნალ InStyle-ის დეკემბრის გარეკანზე მოხვდა და გულახდილი ინტერვიუც მისცა.
ვარსკვლავის პირად ცხოვრებას ტაბლოიდები მუდამ დიდ ყურადღბას უთმობდნენ. ცნობილია მისი რომანებიც.
მსახიობი ჯიმ ქერის, ჯეკ უაითს, ჯორჯ ქლუნს, ბრედლი კუპერსა და კენი ჩენსს ხვდებოდა.
რენემ ინტერვიუში განაცხადა, რომ კარიერის დასაწყისში ერთმა მამაკაცმა მას გული ძალიან ატკინა და დამცირებულად აგრძნობინა თავი, თუმცა, თუ ვისზეა საუბარი, მსახიობმა არ დაასახელა.
„მასთან განშორება ძალიან რთული იყო, მე ძალიან დამცირებულად ვგრძნიბდი თავს“
შეგახსენებთ, 2009 წელს მსახიობი ეკრანებიდან 5 წელი გაქრა, ახლა კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი კარიერა აქტიურობის პიკს აღწევს.


