ქალმა, რომელმაც ბაზარში 12 ათასი ლარი იპოვა, თანხა მეპატრონეს დაუყოვნებლივ დაუბრუნა. ამბავი ხაშურში მოხდა.
როგორც ირკვევა, ქალბატონი, რომელმაც დიდსულოვანი საქციელი ჩაიდინა, მანანა სუხიაშვილია.
„მაღაზია მაქვს ბაზრის ტერიტორიაზე, იქ დაუვარდა შეკრული თანხა პიროვნებას. ველოდებოდი, ვიფიქრე ნახავს, ვინც დაკარგა და მალე მობრუნდება-თქო. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში, ჯგუფში დაწერა ერთმა მოქალაქემ, რომ თანხა დაკარგა ბაზრის ტერიტორიაზე, დავუკავშირდი და ვუთხარი, მითხარით რა თანხაა, რა კუპიურები, რომ დავრწმუნდე, ნამდვილად თქვენია-თქო. მოვიდა შვილთან ერთად. ძალიან განერვიულებული იყო, ტიროდა. მითხრა, რა თანხაც დაკარგა, ჩანთა დასაკეტი დამრჩა და ალბათ გადმომივარდაო. ამის შემდეგ დავუბრუნე კუთვნილი თანხა,“ – ამბობს მანანა სუხიაშვილი ambebi.ge-სთან.
იხილეთ ვრცლად აქ.
