LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან იშვიათია წყვილი ასე უხდებოდეს ერთმანეთს…“ – „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილემ, სალომე კაპანაძემ გიორგი დიასამიძის მიერ მოწყობილი რომანტიკული სიურპრიზის შემდეგ გამომწერებს ახალი კადრები გაუზიარა

317
სალომე კაპანაძე

ქართული „რეალითი შოუს“, „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეების, დიასას, იგივე გიორგი დიასამიძის და სალომე კაპანაძის წყვილის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

საზოგადოებამ წყვილის ერთად ყოფნის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „ერთი ერთზე“ გიორგი დიასამიძემ სალომე კაპანაძეს რომანტიკული სიურპრიზი მოუწყო.

ვიდეო: „ბედნიერი ვარ, რომ ჩემთან ერთად ხარ“ – დიასამ შეყვარებულს რომანტიკული სიუპრიზი მოუწყო

მოგვიანებით სალომემ „ინსტაგრამზე“ ფოტოები გაავრცელა და თავის გამომწერებს რომანტიკული დღის თავგადასავალი გაუზიარა.

ფოტოებმა სოციალურ ქსელში მოწონება დაიმსახურა, სალომეს გამომწერები წერენ, რომ წყვილი ერთმანეთს ძალიან უხდება:

„ძალიან იშვიათია წყვილი ასე უხდებოდეს ერთმანეთს…

ბედნიერებას გისურვებთ…

უმაგრესი წყვილი…“ – წერენ სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g