ცნობილი ინფლუენსერიб სალომე კაპანაძე თურქეთში იმყოფება. სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებული სთორებიდან ცნობილი ხდება, რომ სალომე თურქეთში მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ გაემგზავრა. მას მელანომის დიაგნოზი დაუსვეს.
„პეტი გადავიღე და მეტასტაზები ორგანიზმში არ არის. მელანომას პირველი სტადიაა, რომ არ მოგატყუოთ გამიკვირდა იმიტომ რომ 2 წელი პატარა დრო არ არის და მადლობა ღმერთს, რომ საწყის ეტაპზე აღმოვაჩინეთ” – წერს სალომე კაპანაძე.
როგორც ინფლუენსერი საკუთარ გვერდზე წერს, თავდაპირველად მცირე ზომის ხალი “პრაიმ ჰაუსის ოლსტარში” მონაწილეობის დროს გაუჩნდა მკლავზე. 2024 წლის შემდეგ კი ხალმა ფერიც და ფორმაც არაერთხელ შეიცვალა.
„დღეს მინი ოპერაცია უნდა გამეკეთებინა, ის კონკრეტული ადგილი კიდევ უნდა გამიჭრან და უფრო დიდ ტერიტორიაზე ნახონ თუ არის გავრცელების საშიშროება, მაგრამ იქამდე ბევრი გამოკვლევები და ანალიზები არის საჭირო” – დაწერა სალომე კაპანაძემ და დასძინა, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეჭვი მაქვს, რომ ამდენ გამოწვევას ჩემ თავს მე ვუწყობ. აგიხსნით, რატომ…
ყველა ცუდი პერიოდის შემდე ვამბობ, „ისეთი გადავიტანე, ამის მერე რაღამ უნდა შემაშინოს“… მკაცრად არის გასაკონტროლებელი ფიქრები“, – წერს სალომე.

