LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან კარგად ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ სრული უუნარობა და დეგრადაცია პოლიტიკურ ველზე: დავით მათიკაშვილი

47
matikashvvili

ძალიან კარგად ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ სრული უუნარობა და სრული დეგრადაცია პოლიტიკურ ველზე​, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ ფოთის მერობის კანდიდატად თინა ბოკუჩავას გიგი უგულავათი ჩანაცვლებას.

„აქ კანდიდატებზე აღარც ვსაუბრობ. ის, რომ მათ ახალი აღარაფრის თქმა აღარ შეუძლიათ საზოგადოებისთვის და რეალურად ჩამოშლილ სახეს აჩვენებენ. როდესაც გიგი უგულავა და საკუთარი ოჯახის წევრები დაადგინეს მერობის კანდიდატებად“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ფოთის მერობაზე გიგი უგულავას კანდიდატურა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეარჩია და ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერენ თუ არა მის კანდიდატურას მხარს სხვა ოპოზიციური პარტიები.

magti 5g