8 აპრილს „რანინელი“ გეგა შონია იუბილარია. გეგა სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.
„გეგაა, გილოცავ შენ დღეს. სულ ბედნიერი, ჯანმრთელი და წარმატებული ყოფილიყავი. სადამდეც ჩადიხარ ხმით დაბლა იმის საპირისპიროდ წარმატებით და სიხარულით მაღლა ასულიყავი. ძალიან მაგარი მეგობარი ხარ და ჩემ თავს ვუსურვებ, რომ სულ ვიყო შენი მეგობარი“, – წერს „რანინელი“ ვაჩე ღვინიაშვილი.
გეგას დაბადების დღეს ულოცავს „ვოკალის აკადემიაც“:
„ვოკალის აკადემიის ოჯახის უსაყვარლეს წევრს – გეგა შონიას ვულოცავთ დაბადების დღეს, ვუსურვებთ ბედნიერებას და ყველა დასახული მიზნის მიღწევას“ – ვკითხულობთ „ვოკალის აკადემიის“ ფეისბუქგვერდზე.