LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა რომ შენი ჩახუტებით მთელი 13 წლის მანძილზე მავსებ და ახალ სიცოცხლეს მჩუქნი… ძალიან მიყვარხარ… ჩემი, შენი და ჩვენი სამყაროების ზღაპარი ჯერ არ დასრულებულა“ – როგორ ულოცავს პატარა მომღერალი, ვაჩე ღვინიაშვილი დედას დაბადების დღეს

2021
ვაჩე ღვინიაშვილი

პატარა მომღერალი, ვაჩე ღვინიაშვილი დედას დაბადების დღეს ულოცავს.

ვაჩე ემოციურ სტატუსს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ემოციური ვიდეო: „დედა ჩემთვის არის სული, რომლის გარეშეც ჩემს სუნთქვას ფასი არ ექნება.. მთელი გულის ნახევარი მისია და იმედია არასდროს წაიღებს..“ – ვაჩე ღვინიაშვილი დედაზე

„იყო და არა იყო რა  ღვთის უკეთესი რა იქნებოდა იყო ერთი გოგო ერქვა ნანა! მან მე გამაჩინა და ეს ზღაპარი 13 წელია გრძელდება ამ ზღაპრის ერთ-ერთო ავტორო დედა, გილოცავ დაბადების დღეს. ყველაზე მეტად მთელს მსოფლიოში შენ მიყვარხარ  როგორიც ყველა შვილისთვის დედა ყველაზე ლამაზია და ჩემთვისაც ასეა!

24 აგვისტო ჩემთვის იმ ადამიანის დაბადებასთან ასოცირდება რომელსაც შემიძლია ბუნების აღმოჩენა და დიდი გამართლება დავარქვა, სხვისი თვალიდან ეს სიტყვები ცოტა ზედმეტია ჩემიდან კი ნაკლები  ყველაზე ფერადი და ტკბილი ხარ და მინდა მუდამ ასეთი იყო!  

მადლობა რომ შენი ჩახუტებით მთელი 13 წლის მანძილზე მავსებ და ახალ სიცოცხლეს მჩუქნი თუ გაყინულ გვირილასთან მიხვალ შენი სიყვარული მასაც გაალღობს, ძალიან მიყვარხარ ეს ჩემი, შენი და ჩვენი სამყაროების ზღაპარი ჯერ არ დასრულებულა“ – წერს ვაჩე ღვინიაშვილი.

იყო და არა იყო რა😊 ღვთის უკეთესი რა იქნებოდა იყო ერთი გოგო ერქვა ნანა! მან მე გამაჩინა და ეს ზღაპარი 13 წელია…

Posted by Vache Gviniashvili on შაბათი, 24 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები