LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მალე, ისტორიულ საარჩევნო რეფორმას მივიღებთ, მისი თამარ ჟვანიამდე “დახურდავება” არასწორია: ელისაშვილი

112
ალეკო ელისაშვილი

“ძალიან მალე, მივიღებთ ისტორიულ საარჩევნო რეფორმას, რომელიც ნდობის პრობლემას მოხსნის,” – აცხადებს “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი და ამბობს, რომ მისი “თამარ ჟვანიამდე დახურდავება და დაყვანა არასწორია”.

ელისაშვილი საუბრობს რეფორმაზე, რომელიც თვითმმათველობის არჩევნებზე კვლავ თამარ ჟვანიას თავმჯდომარეობას გამორიცხავს.

“მოქალაქეების” ლიდერი ასევე დარწმუნებულია, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის  შეუთანხმებელი და გაურკვეველი არაფერი არ არის.

ელისაშვილი იმ კომპონენტებზეც საუბრობს, რომლებიც შედეგების გაყალბებას გამორიცხავს:

“მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა დეტალების დაზუსტება და კიდევ უფრო გაკეთილშობილება ამ საშვილიშვილო რეფორმის. მე დარწმუნებული ვარ, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით არაფერი შეუთანხმებელი და გაურკვეველი არ არის ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის და ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ ისტორიულ საარჩევნო რეფორმას, რომელიც ნდობის პრობლემას მოხსნის.

იქ არის ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტი, მაგალითად, თითის ანაბეჭდები, რომლის გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენ გვახსოვს მარკირება როგორი წყალ-წყალა და ტყუილი იყო. პერიმეტრი გაიზრდება 150 მეტრამდე, რომ იქ ხალხის დაყოვნება აღარ იყოს, ასე რომ ჩაცუცქული ძველი ბიჭები, სუს-ის მანქანები, კოორდინატორები, გახვითქული ქალები – ესენი აღარ იქნება.

პირდაპირ ეთერში სამი ლაივ-სტრიმ კამერა იქნება, თუმცა რევოლუციურს რაც ხდის ამ ცვლილებებს, ორი კომპონენტია –  ელექტრომთვლელი მანქანები, რომლებიც არჩევნების დასრულებიდან ერთ საათში უკვე ზუსტ შედეგს გვეტყვის და მეორე – იქნება თუ არა საჩივრები, რამდენიმე დღეში, ცესკო მთელი საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 10 პროცენტს გადაითვლის, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყალბება უბრალოდ აზრს დაკარგავს.” – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, შესაძლოა რომელიმე პარტიის აქტივისტმა ან კომისიის წევრმა ძველი ინერციით ბიულეტინები ყუთში კვლავ ჩაყაროს, თუმცა ეს ამაო გარჯა იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g