გადაცემის „ღვინო, დუდუკი, ქალების“ სტუმარი მომღერალი დავით გომართელი და მისი ქალიშვილი დარია იყვნენ, მამა-შვილი „არ დაიდარდოს“ ორი ახალი სიმღერის პრემიერით ეწვია, ერთ-ერთი მათგანის მუსიკა რუსა მორჩილაძეს, ლექსი კი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. ახალი ნამუშევარი თემურ ნიკოლაიშვილის სტუდიაში ჩაიწერა, მასტერინგი კი საზღვარგარეთ გაკეთდა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, მეორე სიმღერა „სუსტი ხელები” წლების წინ არის შექმნილი დათო ევგენიძის მიერ, თურმე ამ სიმღერას ყმაწვილკაცობაში მღეროდნენ და შექმნის ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. აღსანიშნავია, რომ „სუსტ ხელებზე” ვიდეორგოლი უკვე გადაღებულია და პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გაიმართება.