LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მალე ნახავთ, როგორ გაცოცხლდება სამშენებლო სამუშაოები, კერძო ბიზნესის აქტივობები – ნათია თურნავა

82
174245974-3946864325403197-7321996110543173565-n

„განახლებული რეგიონების პროგრამა ახალ სიცოცხლეს შესძენს მუნიციპალიტეტებს. სრულად განახლდება მუნიციპალიტეტების ისტორიული ცენტრები, რომლებიც ჩვენი ტურისტებისთვის ახალი მიზიდულობის ცენტრები გახდება“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს.

ნათია თურნავას თქმით, მთავრობის მიერ დაწყებული ყველა დანარჩენი პროგრამა რეგიონულ ჭრილში გადაეწყობა. „მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ტურისტული ინდუსტრია აღდგეს. ამ პროგრამის ფარგლებში, შეიქმნება ძალიან საინტერესო, უნიკალური, ახალი მიზიდულობის ცენტრები რეგიონებში და – არა მხოლოდ დიდ ქალაქებში. ზოგადად, ჩვენი ყველა დანარჩენი პროგრამა გადაეწყობა რეგიონულ ჭრილში და კონკრეტული პროგრამების პაკეტებს შევთავაზებთ თითოეულ მუნიციპალიტეტს. ძალიან მალე ნახავთ, როგორ გაცოცხლდება სამშენებლო სამუშაოები, კერძო ბიზნესის აქტივობები, რომლებიც ყოველთვის მოჰყვება სახელმწიფო პროგრამებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა რეგიონების განახლების მასშტაბურ პროექტს იწყებს. მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი პროექტები ფინანსთა სამინისტროს მიერ მოძიებული სახსრებით განხორციელდება.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ დღეს განმარტა, საორიენტაციოდ, 500 მლნ ლარი პირველი ეტაპის პროექტების ღირებულებაა, რომლის განხორციელებასაც მთავრობა 4 წლის განმავლობაში აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g