LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მძიმეა, როდესაც შენი შვილი ციხეშია, მაგრამ ასევე მძიმეა, როცა ვხედავ როგორ ეპყრობიან ადამიანებს, რომლებსაც სამშობლო უყვართ“ – ანდრო ჭიჭინაძის დედა

1078
ანდრო ჭიჭინაძე

„ანდრო არის მხნედ, კითხულობს, წერს, ბევრი პროექტი ჰქონდა და სამუშაო აქვს, ემსახურება თავის საქმეს, ალბათ ძალიან ენატრება, რომ მალე დაუბრუნდეს მსახიობობას, ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს“, – ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ „მთავარი არხის“ ეთერში სტუმრობის დროს განაცხადა.

ანდრო ჭიჭინაძის დედა: „ანდრო თავს ძალიან მხნედ გრძნობს, ადვოკატები შედიან, მე ამის საშუალებას არ მაძლევენ… ვფიქრობ, ვინც დასახიჩრებულია და ვინც ციხეში ზის, მათი დედაც ვარ, ვერავინ გამტეხს!

როგორც ლიკა გუნცაძემ აღნიშნა, „ახალგაზრდებს ვერ გამოკეტავენ და ისინი, შეიძლება, ოთხ კედელში უფრო თავისუფლები იყვნენ, ვიდრე გარეთ“

„ძალიან მძიმეა, როდესაც შენი შვილი დაჭერილია, გამომწყვდეულია ოთხ კედელში, არაფერი არ იცი, მაგრამ ყოველ დილით რომ ვიღვიძებ და საერთო სურათს ვხედავ, ამისგან ვარ ძალიან ცუდად, ეს არის ჩემი დანგრევა, ასე რომ ეპყრობიან ადამიანებს, ახალგაზრდებს, რომლებსაც უბრალოდ სამშობლო უყვართ და დგანან იქ, სადაც უნდა იდგნენ…

ანდრო იდგა „რუსული კანონის“ დროსაც, ახლაც და როდესაც ჩვენს სამშობლოს ასეთი სიტუაცია უდგებოდა, ყოველთვის იქ იდგა“, – განაცხადა ლიკა გუნცაძემ.

„დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილი მხნედ არის, მეც ვიქნები ძალიან მხნედ, ვიბრძოლებ, ვისაც დავჭირდები, ნებისმიერ დედას შეუძლია მომმართოს და ყველას გვერდზე ვიქნები აბსოლუტურად“ – ანდრო ჭიჭინაძის დედა

"ძალიან რთულია, როცა შენი შვილი ციხეშია" | ლიკა გუნცაძე

"ძალიან რთულია, როცა შენი შვილი ციხეშია, მაგრამ ასევე მძიმე გადასატანია, როცა ხედავ როგორ ექცევიან იმ ადამიანებს სამშობლოს სიყვარულის გამო" | ლიკა გუნცაძე, ოლიგარქის რეჟიმის პატიმრის ანდრო ჭიჭინაძის დედა

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024

ცნობისათვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 7 დეკემბერს შეუფარდა. ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g