30 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ „ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს“ პრეზიდენტი, ბიზნესმენი გიორგი სვანიძე სტუმრობდა, რომელმაც საქართველოში ზეთისხილის წარმოების განვითარებზე ისაუბრა.
გიორგი სვანიძე პირველი ბიზნესმენია, ვინც საქართველოში ზეთისხილის კულტურა შემოიტანა და 2009 წელს კომპანიების „ქართული ზეთისხილის“ და „ჯეო-ოლივის“ რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციით გააშენა 360 ჰექტარზე ზეთისხილის პლანტაცია.
– ბატონო გიორგი, 50-მდე ქვეყანამ უკვე მეორედ აგირჩიათ „ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს“ პრეზიდენტად. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი პრეზიდენტობა ჩვენი ქვეყნისთვის?
– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ჩვენი ორგანიზაცია, რომელიც გაეროს ეგიდით შეიქმნა და უკვე 60 წლისაა, ზეთისხილის მოსავლის 97%-ს და ვაჭრობის 74%-ს აკონტროლებს მთელ მსოფლიოში. ძალიან მიხარია, რომ ორგანიზაციამ ჩვენი ქვეყანა მიიღო საკუთარ რიგებში, მე კი, პირველი გავხდი, ვინც ორჯერ აირჩია პრეზიდენტად. აქვე დიდი მადლობას გადავუხდი სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბატონ ლევან დავითაშვილს, რადგან მხოლოდ მისი უწყების დახმარებით შევძელით გაზაფხულზე, პანდემიის პირველ ეტაპზე იმ სირთულეების რამდენიმე თვეში დაძლევა, რაზეც საბჭო წლებს ხარჯავდა. მართალია, გადაიდო მასშტაბური ღონისძიება, რომლის გამართვა დეკემბრის ბოლოს იგეგმებოდა თბილისში 48 ქვეყანის, 20-მდე სოფლის მეურნეობის მინისტრის და ზეთისხილის მწარმოებელი მსხვილი კომპანიების მონაწილეობით, მაგრამ საქართველოში მაინც გრძელდება უცხოური ინვესტიციების მობილიზირება და ზეთისხილის წარმოების გაფართოვება. მანამდე საბჭო მხოლოდ ორ ქვეყანას – ესპანეთს და იტალიას თვლიდა მთავარ პარტნიორებად, ახლა მათ რიგებს საქართველოც შეუერთდა და სწორედ უცხოური კომპანიების წყალობით გახდა მთავარი ექსპორტიორი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ჩინეთსა და ინდოეთში. აუცილებლად მინდა გავუსვა ხაზი, რომ უცხოური ინვესტიციებით არა მხოლოდ ქარხნები შენდება, არამედ სპეციალური ლაბორატორიებიც ეწყობა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტით გასცემენ სერთიფიკატს.
– რამდენად შეაფერხა პანდემიან ზეთისხილის წარმოების გაფართოვება საქართველოში?
– რა თქმა უნდა, ჩვენც გვიწევს გაუთვალისწინებელი პრობლემების დაძლევა, თუმცა მაინც ვასრულებთ იმ ხუთწლიან გეგმას, რომელიც დავისახეთ. მეტიც, დარწმუნებული ვარ, ზეთისხილის წარმოება მალე თხილისა და ყურძნის წარმოებასაც გაუსწრებს, რადგან ერთის მხრივ, პლანტაციები გაფართობდა ათასობით ჰექტარზე, მეორეს მხრივ – ჩვენი საქმიანობით ფერმერები და აგრო სექტორში ჩაბმული სხვა მეწარმეები დაინტერესდნენ. სხვათაშორის, სხვა პროდუქტისგან განსხვავებითა, ზეთისხილის წარმოება არა შემცირდა, არამედ 15%-ით გაიზარდა მთელ მსოფლიოში. მართალია, კოსმეტიკა, რომელიც ზეითუნის ზეთით მზადდებოდა, ნაკლებად იწარმოება, მაგრამ ვიტამინების და სასარგებლო თვისებების წყალობით, მაინც ბევრი მოიხმარს ნატურალურად.
– ზეთისხილის პარალელურად ღვინის ბიზნესშიც აქტიურად ხართ ჩაბმული. საინტერესოა რამდენად იცნობენ საზღვარგარეთ თქვენს „შატო სვანიძეს“?
– დიდი ხანია გავცდით საქართველოს საზღვრებს და ჩვენი პრემიუმ-ღვინო უცხოელებს, მათ შორის ბრიტანელებს, ჰოლანდიელებს და რუსებს გავაცანით. მართალია, ზეთისხილისგან განსხვავებით, ღვინოს ნაკლები მასშტაბით ვაწარმოებთ, მაგრამ საერთაშორისო გამფენებსა და ფესტივალებზე აუცილებლად ოქროს მედალს ვიმსახურებთ. სამწუხაროდ, პანდემიამ ღვინის რეალიზება შეამცირა, თუმცა ჩვენ მაინ ვცდილობთ ძველი მასშტაბების შენარჩუნებას.
– ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურებით და მშვიდად აგვარებთ პრობლემებს. თქვენი აზრით, როგორი იმიჯი უნდა ჰქონდეს წარმატებულ ბიზნესმენს?
– ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ცივი გონებით მოქმედება და ნებისმიერი პრობლემის ემოციების გარეშე გადაწყვეტაა. მთავარია, სირთულის ობიქტურად აღქმა და შეფასებაა, რადგან სინამდვილეში, არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა.
– რა პრინციპით ირჩევთ თანამშრომლებს, რა თვისებებია თქვენთვის პრიორიტეტული?
– რა თქმა უნდა, მთავარი პროფესიონალიზმი და გამოცდილებაა.
– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?
– გადაწყვეტილებას გააჩნია. ზოგჯერ დაყოვნება არ შეიძლება, ზოგჯერ აჩქარება არ ღირს.
ბლიცკითხვები:
– საყვარელი ღვინო?
– წითელ ღვინოებში მუკუზანს ვანიჭებ უპირატესობს, თეთრ ღვინოებში კი – რქაწითელს.
– სამოტივაციო ფრაზა, რომლითაც საკუთარ თავს ამხნევებთ?
– ხშირად ვიმეორებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
– ვინ მიგაჩნიათ ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენად?
– ალბათ, ბილ გეითსი და სტივ ჯობსი.
– აქსესუარი, რომლის გარეშე არასდროს ტოვებთ სახლს?
– ჯვარი და საათი.
– საჩუქრის მიღება უფრო გახარებთ თუ სხვისთვის ჩუქება?
– უზარმაზარ სიამოვნებას მანიჭებს სხვისი გახარება.
– ხართ თუ არა კოლექციონერი?
– თოფების კოლექცია მაქვს და ძალიან მომწონს ძველი, ანტიკვარული ავტომობილები.
– წიგნი, რომელსაც ახლა კითხულობთ?
– უკვე მესამედ ვკითხულობ „დათა თუთაშხიას“.
– როგორია თქვენი წარმატების ფორმულა?
– დაუღალავი შრომა და დისციპლინა, საკუთარი საქმის რწმენა და მუდამ ოპტიმისტური განწყობა.