ისარელში, 22 აგვისტოს, 20:00 საათზე, რესტორანში „ღვინის ფესვები“ დათი ქოქრაშვილის მხარდასაჭერად საქველმოქმედო საღამო გაიმართება.
2 წლის წინ, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ დათი ქოქრაშვილს, რამდენიმე დღის წინ, აშშ-ში რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაციის პირველი ეტაპი ჩაუტარდა.
„ძალიან მიყვარხართ და დიდი მადლობა ასეთი თანადგომისათვის სულ და ყოველთვის “, – წერს დათის მამა, ირაკლი ქოქრაშვილი და საქველმოქმედო საღამოს ანონსს უზიარებს საზოგადოებას.