LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ძალიან მიყვარს ლამაზი სამოსი, ყოველთვის ახალ კაბაში აღვნიშნავ ბედნიერ მომენტებს“ – რენე ზელვეგერის გამონათქვამები

2343
რენე ზელვეგერი

სოლიდური ასაკის მიუხედავად (25 აპრილს მსახიობმა 51 წელი აღნიშნა), რენე ზელვეგერი მაინც არაჩვეულებრივ ფორმაშია, რაც პირველ რიგში მისი სტილისტის პეტრა ფლანერის დამსახურებაა.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ რენე ზელვეგერის ცნობილ გამონათქვამებს:

ძალიან მიყვარს ლამაზი სამოსი. ყოველთვის ახალ კაბაში ავღნიშნავ ბედნიერ მომენტებს, ამიტომ ერთი მეორეს გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია.

ლეგენდარულ ან უბრალოდ გამბედავ ხალხზე საუბრისას ჩვენც მათთან ვერთიანდებით, რადგან სწორედ ისინი გვასწავლიან საკუთარ თავში საუკეთესოს ძებნას.

ძალიან გამიმართლა, რადგან საყვარელ საქმეს ვაკეთებ, რომელსაც ზოგჯერ აზრიც აქვს და ნამდვილად ღირს იმ ფასად, რასაც საჯარო ადამიანები იხდიან.

თანამედროვე სამყაროში, სადაც ადამიანები საკუთარი ცხოვრების პიკანტურ წვრილმანებს პოპულარობაზე ცვლიან, ისინი, ვინც პირად ცხოვრებას უფრთხილდება, საეჭვოდ და ფარისევლად გამოიყურება.

არ ღირს უკვე წარმატებული, პოპულარული შედევრების მსგავსი ფილმების გადაღება, ადამიანები ბევრად ჭკვიანები არიან, ვიდრე პროდიუსერებს ჰგონიათ და ყოველთვის ახლის, არასტანდარტული ნამუშევრების ნახვა უნდათ.

სამწუხაროდ, ქალის ფასი ნებისმიერ ეპოქაში მისი გარეგნობით განისაზღვრებოდა.

ადრე ვალდებულად ვთვლიდი თავს ნებისმიერი შეთავაზება მიმეღო. მერე მივხვდი როლებს გამოკიდებულმა ახლობლების რამდენი დაბადების დღე, სხვა დღესასწაული გამოვტოვე და ცოტა ხანს საკუთარი თავისთვის გადავწყვიტე ცხოვრება.

ჩემთვის მიუღებელი და გაუგებარია სოციალური ქსელი და საერთოდ არ მაინტერესებს, რას ამბობენ ადამიანები ჩემზე ან სხვებზე.

ძალიან მიყვარს ,,ბრიჯიტ ჯონსი”, რადგან ყოველთვის ახერხებს ჩემს გამხიარულებას. იმედი მაქვს სხვებიც იზიარებენ ჩემს სიმპათიას, რადგან სინამდვილეში სწორედ ასეთი პერსონაჟები ცოცხლობენ მარადიულად.

არ მიყვარს, როცა ადამიანები ერთმანეთის სამოსს აფასებენ, რადგან ერთისთვის მიუღებელ კაბაში, მეორე შეიძლება დედოფლად გრძნობს თავს.

magti 5g