LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მკაცრი “ლოკდაუნი” არ იქნება: გამყრელიძე

262
1

“ძალიან მკაცრი “ლოკდაუნი”, განსაკუთრებით მცირე ეკონომიკის ქვეყნებისთვის არ იქნება.” – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი და ამბობს, რომ ცდილობენ – ოქროს შუალედი იყოს კარგად ნანახი.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც აცრა და ვაქცინაცია შემოვიდა, ე.წ. ბალანსირებული მიდგომა განიხილება:

“ვცდილობთ, რომ ოქროს შუალედი იყოს კარგად ნანახი. ეს არის გზა, ეს არის ორიენტირი.

მკაცრი ლოკდაუნები მართვისთვის უკვე აღარ განიხილება. მას შემდეგ, რაც შემოვიდა აცრა და ვაქცინაცია განიხილება ე.წ. ბალანსირებული მიდგომა.

დღეს ბრიტანეთში, პორტუგალიაში, შვეიცარიაში და თურქეთში იზრდება ინფიცირებულების რაოდენობა, მაგრამ ქვეყანა არ ჩაუკეტიათ.” – თქვა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g