ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობას ანაკლიის განვითარებასთან დაკავშირებით მკაფიო გეგმა აქვს. მისი განცხადებით, სახელმწიფო საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს.
“სახელმწიფო აქტიურად მოახდენს პორტის განვითარებას. შესაბამისად, ჩვენ 2022 წელი დავუთმეთ მოსამზადებელ სამუშაოებს ბევრი მიმართულებით, მათ შორის პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრის კუთხით, შევაფასეთ უფრო მეტად პოტენციალი, განვაახლეთ კვლევები, განვაახლეთ საკონსულტაციო მომსახურების შედეგად მიღებული პროდუქტები. ეს პროცესი გასული წლის სექტემბერში ძალიან აქტიურად დაიწყო. როგორც საზოგადოებას შევპირდით, უკვე მიმდინარე წელს კერძო და საჯარო თანამშრომლობის კანონმდებლობის შესაბამისად, უკვე დავიწყეთ კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი. ეს პროცესი პორტის განვითარების პარალელურად მიმდინარეობს. დღეისთვის უკვე საერთაშორისო ინტერესთა გამოხატვა არის გამოცხადებული. ამ პროცესში ბევრი კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აქტიურად მონაწილეობს. ესენი არიან ძირითადად საპორტო ოპერატორები, მშენებელი ან კონსორციუმის კუთხით კომპანიები, რომლებიც ჩვენს სააგენტოსთან ცვლიან ინფორმაციას. იცით, რომ რამდენიმე ეტაპია.
"დღეს უკვე დავიწყებთ ოფიციალურ მოქმედებას, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდება" - ირაკლი ღარიბაშვილი
"ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პოსტის მშენებლობა".
პირველი ეტაპი 2 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს. დაახლოებით ერთ თვეში ჩვენ პირველადი ინფორმაცია გვექნება. შემდგომ უკვე უნდა გადავიდეთ ე.წ. წინადადებების მოთხოვნის ეტაპზე, როდესაც უნდა დავაზუსტოთ პარამეტრები და პირობები, რომელიც ინტერესთა გამოხატვის ეტაპზე ფიქსირდება პოტენციური ინვესტორებისა და პარტნიორების მხრიდან. იმედი გვაქვს, რომ წლის განმავლობაში ასეთ პარტნიორს შევარჩევთ. პარალელურად, იცით, რომ ის ტერიტორიები, სადაც პორტის განვითარება უნდა მოხდეს, ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს ეკუთვნის. ქონების მართვის ეროვნული სააგენტო მიმდინარე კვირაში დააფუძნებს სახელმწიფო კომპანიას, რომელიც არსებული დოკუმენტების განახლებას დაიწყებს. ეს იქნება გარემოზე ზემოქმედების არსებული დოკუმენტაცია, არსებული ტექნიკური დოკუმენტაცია იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოების დაწყება და მობილიზება, რომ დრო არ დაიკარგოს. შემდგომში ეს ყველაფერი იქნება იმ ერთობლივი კომპანიის ნაწილი, სადაც ჩვენ კერძო პარტნიორს შევარჩევთ. ძალიან მკაფიო გეგმა გაგვაჩნია ანაკლიის განვითარებასთან დაკავშირებით და ამ გეგმის შესრულებას გეგმაზომიერად მივყვებით”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.