LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გავავრცელოთ“ – ახლობლები 17 მარტს გაუჩინარებულ ილიას ეძებენ

166
Fortuna.ge

საზოგადოება 17 მარტს გაუჩინარებულ ილიას ეძებს. როგორც ილიას ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, ის გამთენიას, სახლიდან ისე წავიდა, რომ არავინ გაუფრთხილებია და მასთან კონტაქტი შეწყდა:

„გახდა ცნობილი რომ ილია ნახეს გაუჩინარებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ტყიბულიდან შაორის წყალსაცავისკენ მიმავალ გზაზე.

ჩვენი ვარაუდით, ის წავიდა დილის რიჟრაჟის გადასაღებად წყალსაცავთან და მასთან მდებარე მთასთან და აპირებდა უკან დაბრუნებას.

ამის საფუძველს გვაძლევს ის რომ თან ნივთები არ წაუღია. სახლში დატოვა პასპორტი და ტელეფონის სატენი.

17 მარტის შემდგომ რა მოხდა ჩვენთვის უცნობია. გაუჩინარებიდან 8 დღის შემდეგ ჩვენ არანაირ დამაიმედებელ ინფორმაციას არ ვფლობთ, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ.

პოლიციას მივაწოდეთ ყველა ის ინფორმაცია რასაც კი ვფლობდით და ისინი აქტიურად არიან ჩაბმულები გამოძიებაში.

როგორც გვითხრეს სამაშველო სამსახური დღეს ჩაერთო სამძებრო სამუშაოებში.

ყველას ძალიან გთხოვთ, თუ ვინმეს გაქვთ რაიმე სახის ინფორმაცია ილიას ადგილსამყოფელთან დაკავშირებით მომწერეთ „ტელეგრამში“: @natochinka ან დამირეკეთ ნომერზე – 599407860  ან მიაწოდეთ ინფორმაცია პოლიციას.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გავავრცელოთ ინფორმაცია რომ ილია ჯერ კიდევ დაკარგულია.

გავიდა ერთ კვირაზე მეტი და აუცილებელია გამოვიყენოთ ყველა რესურსი.­“ – წერენ სოციალურ ქსელში ილიას ახლობლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები