LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მსურს, ოპოზიცია იყოს პარლამენტში: კახი კახიშვილი კონსტრუქციული ოპოზიციის მნიშვნელობაზე საუბრობს

84
kaxa

“ძალიან მსურს, ოპოზიცია იყოს პარლამენტში. არა იმიტომ, რომ ეს საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში კარგი იქნება, არამედ იმიტომ, რომ ეს ქვეყანას სჭირდება.” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა კახა კახიშვილმა განაცხადა და  აღნიშნა, რომ ყოველთვის არის კონსტრუქციული ოპოზიციისა და  მოლაპარაკებების მომხრე და აქვე განმარტა, რომ  სხვადასხვა საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანია განსხვავებული აზრი, რათა გადაწყვეტილების მიღებისას, ხელისუფლებას “თვითკმაყოფილების გრძნობა არ გაუჩნდეს და არ გადაამლაშოს.”

კახიშვილმა ის დროც გაიხსენა, როცა, მისი თქმით, პარლამენტი ერთი ადამიანის სურვილის მიხედვით იღებდა გადაწყვეტილებას:

“ეს ყველაფერი სადამდეც მივიდა, მივიდა. ამიტომ, სასურველია, ოპოზიცია ჩაერთოს საპარლამენტო ცხოვრებაში, რომ უფრო მეტად განვავითაროთ საქართველო.

ეს არ უნდა არც საზღვარგარეთს, არც კახიშვილს – ეს სჭირდება ქვეყანას. რა თქმა უნდა, ვსაუბრობ კონსტრუქციულ ოპოზიციაზე, რომელიც მიმართულია ისე, რომ ქვეყნისთვის სიკეთე მოიტანოს, განხილვებში ჩაერთოს, დააფიქსიროს კრიტიკა, თუ ალტერნატიული საკითხები, რადგან შეიძლება რაღაც დოზით, დღეს, ხვალ შენ თვითონ იყო ხელისუფლებაში თავშეკავებულად, მაგრამ როცა არ გყავს  მაკონტროლებელი, გამკრიტიკებელი, შეიძლება რაღაც საკითხები იმდენად კარგად ვერ აწონო, ვიდრე შენი ოპონენტი გეტყვის, სწორედ ამისთვის არის საჭირო ოპოზიცია.”- თქვა კახიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g