LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან რთულია ეს გზა, თუმცა ვიცი, რომ ეს პასუხისმგებლობა მთელმა ერმა დამაკისრა” – ანიტას დედა საქველმოქმედო ფონდს ქმნის

556
essss

ანიტას დედა, მარიკო სადრაძე, და ანიტას ოჯახის ახლობლები საქველმოქმედო ფონდს ქმნიან, სახელწოდებით “ანიტას ფონდი”. როგორც ფონდის ერთ-ერთი დამაარსებელი და ოჯახის ახლობელი, ნათია პაპიძე აცხადებს, ფონდი ფუნქციონირებას მალე დაიწყებს და ყველა ასაკის და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბენეფიციარს დაეხმარება.

“ეს ფონდი დაეხმარება ნებისმიერი ასაკის ბენეფიციარს, წარადგენს ერთიან ანგარიშებს, საქველმოქმედო ნომრებს, საზღვარგარეთის ანგარიშს, საიდანაც ქართველი ემიგრანტები შეძლებენ ადამიანებს დაეხმარონ. ფონდი ფუნქციონირებას დღე დღეზე დაიწყებს”, – აცხადებს ნათია პაპიძე “ტვ პირველის” გადაცემაში “პირველამდე”.

მარიკოს თქმით, ეს კეთილი საქმე ანიტას გზის გაგრძელებაა, რომელმაც საზოგადოების გაერთიანება შეძლო.

“ჩვენ ერთმანეთში არ გვითქვამს მოდი ფონდი გავაკეთოთ. ჩვენ დავდექით ფაქტის წინაშე. თუ არ გავყვებოდით ამ გზას, ეს იქნებოდა ანიტას ნების წინააღმდეგ წასვლა. ჩემთვის ძალიან რთულია ეს გზა, თუმცა ვიცი, რომ მთელმა ერმა დამაკისრა ეს პასუხისმგებლობა. იმდენმა ადამიანმა გამიკეთა სიკეთე, დავდივარ და მადლობებს ვიხდი, თუმცა მივხვდი, რომ ეს არ არის საკმარისი და რომ ამ ადამიანებს სამაგიერო მათი სიკეთის გაგრძელებით უნდა გადავუხადო”, – ამბობს მარიკო.

შეგახსენებთ, 2 წლის ანიტა ფაცაცია, რომელიც დილატაციურ კარდიომიოპათიას ებრძოდა და გულის გადანერგვას საჭიროებდა, 30 იანვარს გარდაიცვალა.

ანიტა ფაცაციას ბებია: „მას პრინცესასავით ვზრდიდით…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g