LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ” – “იბერიას” ყოფილი თანამშრომლებისთვის 77 ათასი ლარის გადახდა მოუწევს

314
EEB99D48-CC23-49DD-B8AD-AEAC387DCEAF-w1200-r1-s

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, ტელეკომპანია “იბერიას” ყოფილი თანამშრომლების სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე მოიგო.

“დავა ერთი წელია გრძელდება. ტელეკომპანიის თანამშრომლები სამსახურიდან გაუფრთხილებლად 2018 წლის ოქტომბრის თვეში გაანთავისუფლეს. ტელეკომპანიისთვის დაკისრებულმა თანხამ 77 ათასი ლარი შეადგინა. „იბერიას“ ყოფილი 33 თანამშრომლის ინტერესებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება იცავს”, – ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტელეკომპანიას ყოფილი 33 თანამშრომლისთვის კომპენსაციის გადახდასთან ერთად ნამუშევარი 6 დღის ანაზღაურება მოუწევს.

 

ფორტუნა „იბერიას“ საინფორმაციოს ყოფილ უფროსს, ვახო ხუზმიაშვილს ესაუბრა.

„მიმაჩნია, რომ ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. აქამდე არც უნდა მისულიყო საქმე. გასაკვირი ის არის, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო ქალბატონი ნატა ჩხეიძე. ძალიან კარგად უნდა სცოდნოდა, რომ როცა ადამიანებს ამუშავებ, სამსახურიდან გაშვების შემთხვევაში კომპენსაციაც უნდა გადაუხადო. როდესაც კანონი არ იცის საქართველოს პარლამენტის წევრმა და არღვევს თავისი დასაქმებულების უფლებებს, ვისი უფლებები უნდა დაიცვას ქალბატონმა ჩხეიძემ, ძალიან მაინტერესებს. იმის ნაცვლად, რომ ადამიანებისთვის მიეცათ ის, რაც ეკუთვნოდა, სასამართლო-სასამართლო ატარა ჟურნალისტები. სამარცხვინოა, როცა ასეთი დეპუტატები არიან საქართველოს პარლამენტში.”

„იბერიას“ საინფორმაციოს უფროსი აცხადებს, რომ ტელევიზიის მფლობელებს მისთვის სოლიდური თანხა მართებთ.
„ტელევიზიას ჩემი საკმაოდ სოლიდური ვალი აქვს. 10 000 ლარზე მეტი აქვს გადასახდელი ნატა ჩხეიძეს, მაგრამ მე არ მიმიმართავს სასამართლოსთვის, რადგან ამ ადამიანების ხსენებაც უკვე აღარ მინდა. რადგან სასამართლოსთვის არ მიმიმართავს, ალბათ მე არც ამინაზღაურებენ ვალს. იმ ადამიანებს აუნაზღაურონ, ვისაც გაცილებით დაბალი ხელფასი ჰქონდა. გაცილებით მნიშვნელოვანი არის მათთვის ამ ვალის დაბრუნება და ვახო ხუზმიაშვილი როგორმე იარსებებს. თუმცა, მე სამწლიანი ვადა მაქვს იმისთვის, რომ გავასაჩივრო, არ ვიცი მომავალში გადავდგამ თუ არა ამ ნაბიჯს“, – გვიამბო ხუზმიაშვილმა.

კითხვაზე, გული არ წყდება, ასეთ სოლიდურ თანხას რომ დაკარგავს, ხუზმიაშვილი გვპასუხობს, რომ გული იმაზე წყდება, ასე საშინლად რომ მოიქცნენ დამფუძნებლები.
„ფულს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ღირსეულად მოექცე ადამიანს. დაბადების დღეზე მანქანა მაჩუქეს და ის გამოაცხადეს პირდაპირ ეთერში. ამიტომაც მივიტანე და დავუტოვე ოფისთან ტელევიზიის მფლობელებს“, – განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა ჩვენთან საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g