LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახო ხუზმიაშვილი: „თუ რუსთავი 2 ში მისვლა არ შეიძლება, ჩვენი ადგილების დაკავება მოსულა?“

3066
BeFunky-collage (11)

ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა და ამჯერად უკვე „მთავარი“ არხის დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ‘მთავარი“ არხის თანამშრომლები ტელეკომპანია „იბერიის“ შენობაში დაიწყებენ მუშაობას და დროებითი მაუწყებლობაც იქიდან დაიწყება. მანვე აღნიშნა, რომ ისინი იბერიას ტექნიკასაც გამოიყენებენ.

"მთავარი არხი" ეთერში 9 სექტემბრიდან გავა - გვარამიას LIVE იბერიას შენობიდან [ვიდეო]

ადგილზე იმყოფებიან რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურიდან წასული ჟურნალისტები და წამყვანები

ფაქტს უარყოფითი რეაქცია მოყვა ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსისგან .

შეგახსნებთ, არხის დახურვის შემდეგ, „იბერიას“ ყოფილი თანამშრომლები, უკვე 1 წელია „იბერიას“ ხელმძღვანელობისგან კომპენსაციების მიღებას ელოდებიან.

გთავაზობთ ვახო ხუზმიაშვილის სტატუსს:

“იმ ეზოდან საიდანაც დღეს ლაივებს გვთავაზობენ, ბევრი ისტორია მაკავშორებს, ჯერ კოდევ 2004 წლის 19 თებერვალს, როცა სპეც-დანიშნულების რაზმი შემოვარდა, იბერია დაარბიეს და ავტომატიანი სპეცრაზმელების წინ მოკროფონით ხელში ვიდექი. ამის მერე მეორე ისტორია დაიწყო, როდესაც სექტემბერში, როცა პირადად მეგონა, რომ სიტყვის თავისუფლებას ვიცავდი, აღმოჩნდა, რომ ოქუაშვილს სინამდვილეში თავისუფალი სიტყვა კი არა მილიონები აინტერესებდა. თითქმის ერთი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში, როგორც ჟურნალიატოსთვის ყველა კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა. იმის მაგივრად, რომ მე და ჩემ კოლეგებს, რომლებიც იბერიაში ვმუშაობდით, კოლეგების მხრიდან სოლიდარობა მიგვეღო, დღეს ჩვენს ადგილებზე, ჩვენს სამუშაო მაგიდებთან, ჩვენს მოკრძალებულ ნიუსრუმში და სტუდიებში დასხდნენ. ძალიან გულსატკენია, მაშინ როცა ჩვენი ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია, იბერიის შენობაში ასე შესვლა და იქიდან მაუწყებლობის დაწყების დაანონსება. თქვენს ადგილებზე თუ რუსთავი 2 ში მისვლა არ შეიძლება, ჩვენი ადგილების დაკავება მოსულა?”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები