LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან შემაშფოთებელია, მმართველ პარტიაში ხელმძღვანელი პირები აბრალებენ აშშ-ის ელჩს სიყალბეს. აშშ არ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში – იან კელი

275
დეგნანიიანი

შემაშფოთებელს უწოდებს აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის გარშემო განვითარებულ მოვლენებს მისი წინამორბედი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი დეგნანს მხარდაჭერას უცხადებს.

“ძალიან შემაშფოთებელი მოვლენების განვითარებაა – მმართველ პარტიაში ხელმძღვანელი პირები აბრალებენ აშშ-ის ელჩს ისეთ რაღაცას, რაც არის სიყალბე. აშშ არც ერთი ფორმით არ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს უკრაინის ომში. ეს გახლავთ მარტივად – სიყალბე. მე სრულიად ვუჭერ მხარს ჩემს მეგობარ ელჩ დეგნანს მხარს და ვცდილობ უარვყო, რომ აშშ-ს გააჩნია რაღაც მსგავსი განზრახვა.

თუ საქართველოს მთავრობა დაიწყებს ისეთ მოძრაობას, რომელიც შეეწინააღმდეგება აშშ-ის ინტერესებს, დაეხმაროს საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში, მას დახვდება ძალიან ნეგატიური შედეგები”, – ამბობს კელი “ფორმულასთან” საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g