LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან ვღელავ, მაგრამ ვამაყობ ჩემი ქალიშვილით, ძალიან ვამაყობ: გოგი ხოშტარია ელენე ხოშტარიაზე

1790
ელენე ხოშტარია - გოგი ხოშტარია

„ძალიან ვღელავ, მაგრამ ვამაყობ ჩემი ქალიშვილით, ძალიან ვამაყობ“, – ამის შესახებ განცხადებას პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას მამა გოგი ხოშტარია აკეთებს.

მისი თქმით, ელენე ხოშტარია დასუსტებულია თუმცა, მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

“მადლობა ღმერთს, საგანგაშო მდგომარეობა არ არის. რაც შეეხება უნდა გააგრძელოს თუ რა შიმშილობა, ეს არის ხაზგასმულად პიროვნების ამბავი. ჩემი ქალიშვილია გასაგებია, მაგრამ ჯერ ერთი დიდი ხანია უკვე თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს, მითუმეტეს ისეთს, როგორიც არის შიმშილობა. ცხადია, მე მამა ვარ და ბუნებრივია, აბსოლუტურად ძალიან ვღელავ, ჩემზე არ არის დამოკიდებული. მაგრამ ვამაყობ ჩემი ქალიშვილით, ძალიან ვამაყობ”, – თქვა გოგი ხოშტარიამ ჟურნალისტებთან.

პარლამენტში, სადაც ელენე ხოშტარია შიმშილობს, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს

პარლამენტმა გამოიძახა სასწრაფო, მე არ მომითხოვია: ელენე ხოშტარია

მეგობარო, ესენი დავასუსტოთ, შენ არ დასუსტდე.. გთხოვ: ხატია დეკანოიძე ელენე ხოშტარიას მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g