LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგობარო, ესენი დავასუსტოთ, შენ არ დასუსტდე.. გთხოვ: ხატია დეკანოიძე ელენე ხოშტარიას მიმართავს

126
დეკანოიძე - ხოშტარია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე, პარტია „დროას“ ლიდერს ელენე ხოშტარიას მხარდაჭერას უცხადებს, რომელიც უკვე მეხუთე დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობს.

მისივე განცხადებით, ელენე ხოშტარია ძალიან ძლიერი და ენერგიული პიროვნებაა, რომელიც ძალიან ურყევია თავის მიღებულ გადაწყვეტილებაში.

„საერთოდ არ მინდა ვინმე შიმშილობდეს. მართლა საშინელებაა, უყურებ ადამიანი როგორ სუსტდება, ამ განცდით იმდუღრები..

ელენე, ძალიან, ძალიან გვჭირდება გარეთ, ძლიერი და ენერგიული როგორიც არის. მაგრამ იმდენად ურყევია გადაწყვეტილებაში, რომ ვერც ვერავინ ეტყვის გადამწყვეტად. ყველამ იცის, რა შემართება აქვს და რა პრინციპულია.

მაგრამ აქ ვეტყვი ფრთხილად, გთხოვ მეგობარო, ესენი დავასუსტოთ, შენ არ დასუსტდე.. გთხოვ…“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g