საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი, გიორგი ჭინჭარაული განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ თუკი ვინმეს დასჭირდება ონლაინკონსულტაცია ტრავმასთან დაკავშირებით, უფასოდ გაუწევს ყველა მსურველს.
გთავაზობთ მის განცხადებას:
„მოგესალმებით.
ამ მძიმე და პანიკურ დღეებში, თუ ვინმეს გჭირდებათ ტრავმასთან გამკლავება, ან მსგავს თემაზე სამედიცინო რჩევა, ვერ ან არ მიდიხართ ექიმთან, ქვეყანაში და კლინიკებში შექმნილი ვირუსული მდგომარეობის გამო, შეგიძლიათ მომმართოთ და შეძლებისდაგვარად, ონლაინ გაგიწევთ უფასო სამედიცინო კონსულტაციას….
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი-რეაბილიტოლოგი –
გ. ჭინჭარაული
ქვეყანას ახლა ყველა ერთად ვჭირდებით“.