LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დასრულდა

741
ძიუდოს ჩემპიონატი

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, რომელშიც აჭარაბეთის სპორტული ნაკრების წევრებმა არაერთი მედალი მოუტანეს საქართველოს.

აჭარაბეთის სპორტული ნაკრების წევრებმა ნამდვილი მედლების წვიმა მოაწყვეს

ევროპის ჩემპიონები გახდნენ ტატო გრიგალაშვილი (მესამედ) და ვაჟა მარგველაშვილი (მეორედ). ვერცხლის მედალს  დაეუფლა გურამ თუშიშვილი, ბრინჯაო კი ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვეს.

ჯამურად საქართველოს  ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა (2 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ასევე აღსანიშნავია, რომ ვაჟთა შორის საქართველოს ნაკრებმა ყველა იმ წონაში აიღო მედალი, რომელშიც წარმომადგენელი ჰყავდა.

magti 5g