ვიდეო: „მინდოდა გამარჯვება პატრიარქისთვის მიმეძღვნა, ვგრძნობდი, რომ პატრიარქი ჩემ გვერდით იყო… ძალიან რთული გზა გავიარე, 10 წლის ასაკში მშობლები სვანეთში დავტოვე და ქალაქში მომიწია წამოსვლა, ყოველდღე, რუსთავიდან თბილისში დავდიოდი სავარჯიშოდ“ – რას იხსენებს ეთერ ლიპარტელიანი
17 აპრილს, თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა.
