მოსიყვარულე, ჯანსაღი ურთიერთობა გვაძლევს ყველაფერს იმისთვის, რომ ადამიანი ბედნიერი და სრულყოფილი იყოს. ამის საპირისპიროდ, მარტო ყოფნა ნეგატიურ მდგომარეობად არ შეიძლება განვიხილოთ.
მარტო ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ვიყოთ მარტოსული. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს ეშინია მარტო დარჩენის.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ მარტოობა ეს არის საუკეთესო მომენტი თქვენს ცხოვრებაში, რათა პირველ რიგში დაიწყოთ ურთიერთობა საკუთარ თავთან, შეიცნოთ საკუთარი „მე“ და დაიწყოთ საკუთარი თავის შეყვარება.
ძლიერ და თავდაჯერებულ ქალებს სუსტი ქალებისაგან ის განასხვავებთ, რომ მათ კარგად იციან საკუთარი თავის სიყვარულის მნიშვნელობა. ასევე ზუსტად იციან საკუთარი თავის ფასი და ისიც, თუ რა უნდათ ცხოვრებაში.
ეს „შესანიშნავი არსებები“ არ სხედან იმის მოლოდინში, რომ რაიმე ჩამოვარდება ციდან ან რაიმე თავისთავად შეიცვლება. არასდროს აქვთ მოლოდინები მამაკაცისგან. ნამდვილ, გაბედულ ქალბატონებს არ ეშინიათ მარტო დარჩენის. წარსულში მიღებულმა გამოცდილებებმა კი მათ ასწავლეს, რომ ბედნიერება თავად უნდა შეიქმნან.
საქმე ისაა, რომ მათ დიდი დრო და ენერგია დაუთმეს ფუჭ და არაფრისმომცემ ურთიერთობებს ე.წ „ტოქსიკურ ადამიანებთან“ და საბოლოოდ მიხვდნენ, რომ ფოკუსირება პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა მოახდინონ.
ცხოვრება ხანმოკლეა, ამიტომ ძლიერ ქალებს ურჩევნიათ იყვნენ მარტო იქამდე, სანამ იპოვიან შესაფერის პიროვნებას, ვიდრე დაკარგონ დრო იმ პიროვნებებთან, ვისთანაც ურთიერთობას შემდეგ აუცილებლად ინანებენ.
ძლიერი ქალები ბედნიერებას ეძებენ თავიანთ გულებში და არა მატყუარებთან ურთიერთობების ჩრდილქვეშ.
ძლიერი ქალები ორიენტირებულნი არიან თვითგანვითარებაზე, მათ არ ეშინიათ საკუთარი თავისუფლების, პირიქით ამ თავისუფლებას საკუთარი თავის უკეთ რეალიზაციისთვის იყენებენ.
ძლიერი ქალი ჭკვიანია, ახალ ურთიერთობაში ინარჩუნებს სრულყოფილ წონასწორობას და ამასთან ის არ არის მხოლოდ მამაკაცთან ურთიერთობაზე ფოკუსირებული.
ძლიერი ქალები ყოველთვის ფიქრობენ, რომ მათი დრო ღირებულია, ამიტომ ყველა, ვინც მასთან არასწორი მიზნებით ურთიერთობს, ის გარეთ რჩება. ძლიერი ქალი აღიარებს მხოლოდ რეალურ, სიცოცხლისუნარიან, რომანტიკულ კავშირებს.
ბუდამ ერთხელ თქვა: „თუ კი ვინმე ამ დედამიწაზე იმსახურებს შენს სიყვარულსა და ერთგულებას, ეს თავად შენ ხარ.“
ამიტომ, იყავით მამაცი და შეწყვიტეთ ფიქრი ფუჭ ურთიერთბებზე, რომლებიც მხოლოდ განადგურებთ და დროებით თავისტკივილს წარმოადგენს.
მიუძღვნით საკუთარი თავი საკუთარ თავს.
იცოდეთ, რომ ცხოვრებაში თქვენ ყველაფერ მშვენიერსა და საუკეთესოს იმსახურებთ. ეს აბსოლუტურად ნორმალურია, როცა მარტო ხარ და ელოდები „შენს ადამიანს“. სინამდვილეში, ეს მხოლოდ სწორი ქმედებაა!
გამოიყენეთ დრო ინსპირაციისთვის და განვითრებისთვის, აკეთეთ ყველაფერი ის, რაც გიყვართ და გაუზიარეთ იმ ადამიანებს, ვინც გგულშემატკივრობთ.
დროთა განმავლობაში, თქვენ ისე გაძლიერდებით, ადვილად ამოიცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც ღირსი იქნებიან თქვენს ცხოვრებაში ყოფნის.