LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი კერა წაღვერისა და ტიმოთესუბნის ქედზე რჩება – გიორგი კვირიკაშვილი

94

ბორჯომის ხეობაში ცეცხლის გავრცელების არეალი გაცილებით შემცირებულია, თუმცა რჩება ძლიერი კერა წაღვერისა და ტიმოთესუბნის ქედზე.

ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, გააკეთა და აღნიშნა, რომ  მთელი ავიაციის რესურსი სწორედ ამ კერაზეა მობილიზებული.

ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. მთელი ღამის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა იმუშავეს. დილის 05:00 საათისთვის მოხდა ცეცხლის მთლიანად ლოკალიზება. მეხანძრე მაშველების დახმარებით მათ საბოლოოდ ჩააქრეს ხანძარი. რაც შეეხება ბორჯომის ხეობას, ცეცხლის გავრცელების არეალი გაცილებით არის შემცირებული. რჩება რამდენიმე კერა, განსაკუთრებულად კი წაღვერისა და ტიმოთესუბნის ქედზე გავრცელებული ცეცხლი. ამ წუთას მთელი ავიაციის რესურსის მობილიზება ხდება ზუსტად ამ კერაზე, რათა საღამოსთვის ცეცხლი შევამციროთ მაქსიმალურად. ქარია, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს კიდევ ძალიან ინტენსიური მუშაობა იმისთვის, რომ ეს კერაც დავძლიოთ,” – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, აუცილებლად აღნიშვნის ღირსია სტიქიასთან მებრძოლების წვლილი.

“აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ სტიქიასთან ბრძოლაში რამდენიმე დღის მანძილზე 24-საათიან რეჟიმში იშრომეს ჩვენმა სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შსს-საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა. ასევე უნდა ითქვას, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებელმა უდიდესი სოლიდარობა გამოხატეს სტიქიასთან ბრძოლაში. ჩვენმა მეგობრებმა გაგვიწიეს მნიშვნელოვანი დახმარება, განსაკუთრებით მინდა გამოვყო აზერბაიჯანი, თურქეთი, ბელორუსი, სომხეთი. ყოველ წუთს მოდის შემოთავაზება სხვა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებისგან,” – აღნიშნა პრემიერმა.

magti 5g