რუსეთში კვლავ ხანძარია.
ქვეყნის ცენტრალურ ქალაქ ომსკში ხანძრის მასშტაბების გამო, გუბერნატორის განკარგულებით, საგანგებო რეჟიმი შემოიღეს.
ტელეგრამ-არხებში გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი ქარიშხლის გამო, ომსკის გარეუბანში ერთ-ერთი სოფელი თითქმის მთლიანად დაიწვა.
ომსკის ოლქის ქალაქი ნაზივაევსკში კი ძლიერი ხანძარი ათობით საცხოვრებელ კორპუსს მოედო.
“საგანგებო სიტუაციების სამსახურში ზარი თავდაპირველად ორი სახლის დაწვაზე შევიდა, ორი საათის შემდეგ ადგილობრივებმა დახმარების თხოვნით კვლავ მიმართეს სამსახურს, მათი თქმით, მთელი ქუჩა დაიწვა, ეს არის რამდენიმე ათეული სახლი.
დაახლოებით 50 სახლი დაიწვა”, – განუცხადეს ომსკის მაცხოვრებლებმა მე-12 არხს.
პროკურატურის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამინისტრო საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციისთვის შესაბამის ზომებს იღებს.
ბოლო ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ბოლო მონაცემებით – ნოვოალექსანდროვკაში 1 300 კვ/მ ფართობზე 20 შენობა იწვის, საჭირო გახდა 105 ადამიანის ევაკუაცია.