LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ძლიერი ქარი და სეტყვა გურჯაანში – დატბორილია გზები, განადგურებულია ვენახები

398
fot (1)

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმა და სეტყვა მოვიდა. მდინარე ნავთის ხევმა წყლის ნაკადი ვერ გაატარა, ჯებირებიდან გადმოვიდა და ქალაქში ცენტრალური გზა დატბორა. ლაგოდეხის მიმართულებით გზაზე მოძრაობა შეფერხებულია. სეტყვის შედეგად ვენახები და ხეხილის ბაღები გაანადგურა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი მოვალეობის შემსრულებლის, ლერი გელენავას თქმით, სტიქიის ადგილზე უკვე მიემართებიან სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და საყრდენები, რის შედეგადაც რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფები და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g