LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი ქარის გამო 112-ში 465 შეტყობინება შევიდა

qari_sagangebo

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ძლიერი ქარის გამო, ღამის 12:00 საათის მონაცემებით იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებიდან 465 შეტყობინება შევიდა.

იმერეთი – გამოძახებების უმრავლესობა (250) დაფიქსირდა ქალაქ ქუთაისიდან. ძლიერმა ქარმა წააქცია 150 ხე, დააზიანა 5 ავტომანქანა, 170 შენობას ახადა სახურავი.

სამეგრელო-ზემო სვანეთი – ძლიერმა ქარმა დააზიანა 1 ავტომანქანა, 46 შენობას გადახადა სახურავი და წააქცია 44 ხე. დაზიანებულია ელექტროსადენები. ძლიერი ქარის შედეგად მსუბუქად დაშავდა ორი მოქალაქე. დასავლეთ საქართველოში ძლიერმა ქარმა საქართველოს რკინიგზის ზოგიერთ მონაკვეთზე ელექტრომომარაგების სისტემა დააზიანა, რის გამოც მატარებლებმა დაგვიანებით შეასრულეს გრაფიკით გათვალისწინებული რეისები.

გურია – ყველაზე მეტი შეტყობინება ლანჩხუთიდან დაფიქსირდა, სადაც ძირითადად, დაზიანდა ელექტრო სადენები და წაიქცა ხეები.

სამივე რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის 500 მეხანძრე-მაშველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g