LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი ქარის შედეგად თბილისში, რამდენიმე ადგილზე ხე წაიქცა

391
Untitled design (2)

უამინდობამ თბილისის სხვადასხვა უბნებში პრობლემები შექმნა. ძლიერი ქარის შედეგად, ნუცუბიძისა და პოლიტკოვსკაიას ქუჩებზე ხე წაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, მინდელის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად მოტეხილმა ხემ ავტომობილი დააზიანა.

„ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ მათთან რამდენიმე შეტყობინება შევიდა, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ქარისგან მოტეხილი ტოტებისგან ტერიტორიები გაასუფთავეს. მათივე ცნობით, დაშავებული არავინაა.

„ძლიერი წვიმა, ქარი, თოვლი“ – გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზი 9-10 ოქტომბრისთვის

ფოტო: ჩემი ქალაქი მკლავს

პოპულარულები