„წაქცეული ხეები, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები, გარე განათების ბოძები, ავტომანქანები და ჩახერგილი გზები“ – დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია
თბილისის მერიის ინფორმაციით, ინფორმაციის მიღებისთანავე ხდება მყისიერი რეაგირება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ინფორმაციის მიღებისთანავე ხდება მყისიერი რეაგირება.
ძლიერი ქარის შედეგად, ნუცუბიძისა და პოლიტკოვსკაიას ქუჩებზე ხე წაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, მინდელის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად მოტეხილმა ხემ ავტომობილი დააზიანა.
„ნუცუბიძის მეოთხე პლატო ისევ მოწყდა გარე სამყაროს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ მოძრაობს მოყინული გზების გამო, სპეციალური ტექნიკა არ მოძრაობს, მარილს არ ყრის და გზებს არ წმენდს.“
ძლიერი ქარის შედეგად კონსტურქცია ჩამოშალა. მომხდარის გამო, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დაიღუპა, ორი კი, დაშავდა.