კახეთში მოსული უხვი ნალექის გამო, გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
შინაგანს საქმეთა სამინსიტროს ცნობით, კახეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები თბილისი-ბაკურციხე-თელავის საავტომობილო მაგისტრალით ისარგებლებენ. გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანით გადაადგილება კი, ამინდის გაუმჯობესების შემდეგ აღდგება.
საავტომობილო მოძრაობას გომბორის უღელტეხილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.