ლონდონის მეტროში სიმპათიურ მამაკაცს ვეღარ გაუვლია. საქმე ისაა, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ქალბატონები ავიწროვებენ. უფრო ზუსტად კი მიმზიდველ მამაკაცებს ისინი ფოტოებს უღებენ და სპეციალურ საიტზე აქვეყნებენ.
„დეილი მეილმა“ აღმოაჩინა ვებ-გვერდი “Tube Crush”, რომელიც სპეციალურად მეტროში გადაღებული ფოტოებისთვისაა შექმნილი. საიტს მართლაც ბევრი მომხმარებელი ყავს, ისინი მიწისქვეშ გადაღებულ კადრებს ტვირთავენ, სხვის ფოტოებს აფასებენ, მამაკაცებს საინტერესო ზედმეტ სახელებს უგონებენ და ა.შ. ზოგადად მიიჩნევა, რომ მამაკაცებსა და ქალბატონებს სექსუალურობის განსხვავებული აღქმა აქვთ. თუმცა, როგორც აღნიშნული საიტი ცხადყოფს, მიმზიდველი ფორმები გულგრილს ვერც სუსტი სქესის წარმომადგენლებს ტოვებს. ამას ამტკიცებს ის შეფასებებიც, რომლებსაც მანდილოსნები მეტროში გადაღებული მამაკაცების ფოტოებზე ტოვებენ.
საინტერესოა, რომ საიტს დღეში 3,000 ვიზიტორი მაინც ჰყავს და მათგან 60%-ზე მეტი მდედრობითი სქესის წარმომადგენელია.