გარემოს ეროვნული სააგენტო 13-15 აგვისტოს საქართველოში ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 13-14 აგვისტოს აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, 15 აგვისტოს ქვემო ქართლის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის.
„შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს [საფრთხის დონე საშუალო]“ – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
