LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი წვიმა, სეტყვა, შტორმი – მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

575
Untitled design (2)

16 და 17 ივლისს საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16-17 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია სეტყვა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 ივლისის დილამდე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g