LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა – დაფიქსირდა ხის წაქცევის, ასევე, ხის ტოტების მტვრევის ფაქტები“ – თბილისის მერია

210
Zlieri qari

„ძლიერი ქარის გამო დედაქალაქში გარკვეული სახის პრობლემები შეიქმნა.
კერძოდ, რამდენიმე რაიონში, განსაკუთრებით ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, გლდანისა და სამგორის რაიონებში დაფიქსირდა ხის წაქცევის, ასევე ხის ტოტების მტვრევის ფაქტები“, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„თბილისის რაიონების გამგეობებისა და „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ. ასევე, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.

უამინდობის გამო შექმნილი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g